ქუთაისის N5 საჯარო სკოლას ოთხი ოქროს მედლის კანდიდატი ჰყავს
09-06-2021
ქუთაისის N5 საჯარო სკოლა მე-12 კლასელებმა წარმატებით დაამთავრეს. მათგან 4 ოქროს მედალის კანდიდატია.
წარჩინებული კურსდამთავრებულები არიან: ბუბაშვილი თებეა, სილაგაძე ლილე, სილაგაძე მონიკა და ჯულაყიძე დავითი.
დირექცია ულოცავს მათ მიღწეულ წარმატებას და თითოეულს უსურვებს წინსვლას.
შეგახსენებთ, რომ ოქროს მედალი სკოლის კურსდამთავრებულებს იმ შემთხვევაში გადაეცემათ, თუ მათი საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 10 დამრგვალების გარეშე. მოსწავლე, რომლის საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 9.8, ვერცხლის მედალს მოიპოვებს.
მშობლები გვეუბნებიან, სკოლების ნაწილში ბუფეტები და კვების ბლოკები საერთოდ არ არის, სადაც არის იქ არაჯანსაღი პროდუქტებით არის სავსე და ფასებიც საკმაოდ მაღალია