ზემო ქედის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ინტელექტუალურ თამაშში საპრიზო ადგილები დაიკავეს
09-06-2021

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ქედის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ინტელექტუალურ თამაშში საპრიზო ადგილები დაიკავეს. ტრაგიკულად გარდაცვლილი ნინო კიკილაშვილის სახელობის ჩემპიონატი ყოველ გაზაფხულზე ტარდება. ზემო ქედის N1 საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგები ამაყობენ მოსწავლეთა წარმატებებით.

„დაიწყო ნინო კიკილაშვილის სახელობის ჩემპიონატი ინტელექტუალურ თამაშში - „რა? სად? როდის?“, რომელიც გაიმართა  სოფელ არხილოსკალოს ლიტერატურულ კაფეში, ღია სივრცეში. მასში ქედების ზონის 4 საჯარო სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. ზემო ქედის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საპრიზო ადგილები დაიკავეს და შესაბამისად, ფინალის საგზური მოიპოვეს.

ჩემპიონატი რეგულარულად, ყოველ გაზაფხულზე ტარდება ტრაგიკულად გარდაცვლილი ნინო კიკილაშვილის ხსოვნის უკვდავსაყოფად. გამარჯვებულ გუნდს გადაეცემა ნინოს სახელობის გარდამავალი თასი.

სკოლის დირექცია და პედაგოგები ამაყობენ მოსწავლეთა წარმატებებით და უსურვებს მომავალშიც მრავალი წარმატება მოეპოვებინოთ“, - წერია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203