ქუთაისის N28 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულთა შორის ერთი ოქროს, ერთი კი ვერცხლის მედლის კანდიდატია
09-06-2021
ქუთაისის N28 საჯარო სკოლის 2020-2021 სასწავლო წლის კურსდამთავრებულთა შორის ერთი ოქროს, ერთი კი ვერცხლის მედლის კანდიდატია.

წარჩინებული მოსწავლეები მარიამ ასლანიდი (ოქრო მედლის კანდიდატი) და შალვა მეშველიანი (ვერცხლის მედლის კანდიდატი) არიან.

სკოლის დირექტორი ცირა ჩუბინიძე ულოცავს კურსდამთავრებულებს საშუალო საფეხურის წარჩინებით დასრულებას.

შეგახსენებთ, რომ ოქროს მედალი სკოლის კურსდამთავრებულებს იმ შემთხვევაში გადაეცემათ, თუ მათი საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 10 დამრგვალების გარეშე. მოსწავლე, რომლის საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 9.8, ვერცხლის მედალს მოიპოვებს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203