
წალკის მუნიციპალიტეტის სოფელების არწივანისა და ოზნის საჯარო სკოლების მოსწავლეებმა, გარემოს დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ერთობლივი პროექტის „ისე ვიაროთ დედამიწა არ დავაზიანოთ“ ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიება ჩაატარეს.
„დაგეგმილი აქტივობები პროექტის ავტორებმა: ნათელა კახაძემ და მარიკა ტაკაშვილმა სკოლის სხვა თანამშრომლებთან და სკოლის მოსწავლეებთან ერთად წარმატებით განახორციელეს, ღონისძიებას ასევე ხალისით შეუერთდნენ ჩვენი სოფლის ახალგაზრდები.
ძალიან დიდი მადლობა ღონისძიების ორგანიზატორებს, დიდი მადლობა თითოეულ თანამშრომელს და რა თქმა უნდა ძალიან დიდი მადლობა ჩვენი სკოლის მოსწავლეებს აქტიური მონაწილეობისათვის“, - აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები