თბილისის N132 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულები - ალექსანდრე ფასიეშვილი და მარიამ შერგელაშვილი ოქროს მედლის კანდიდატები არიან
თბილისის N132 საჯარო სკოლის 2020-2021 სასწავლო წლის კურსდამთავრებულებიდან ორი ოქროს მედლის კანდიდატია.
წარჩინებული მოსწავლეები არიან: ფასიეშვილი ალექსანდრე და შერგელაშვილი მარიამი.
სკოლის დირექცია ულოცავს მოსწავლეებს საშუალო საფეხურის წარმატებით დასრულებას და წინსვლას უსურვებს მათ.
შეგახსენებთ, რომ ოქროს მედალი სკოლის კურსდამთავრებულებს იმ შემთხვევაში გადაეცემათ, თუ მათი საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 10 დამრგვალების გარეშე. მოსწავლე, რომლის საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 9.8, ვერცხლის მედალს მოიპოვებს.