ბარდნალის საჯარო სკოლის მოსწავლე და მასწავლებელი გარემოსდაცვით კონკურსში მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ
09-06-2021

ლადო ასათიანის სახელობის ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარდნალის საჯარო სკოლის მოსწავლე მართა ვეკუასა და ქიმიის მასწავლებელ ლამზირა ონიანს კონკურსში „შექმენი ეკოგმირი!“ მონაწილეობისა და წარმოდგენილი ნამუშევრისათვის სერტიფიკატები გადაეცათ. დირექცია ულოცავს მათ მიღწეულ წარმატებას.

„პროექტის „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე!“ მიერ ორგანიზებულ კონკურსში „შექმენი ეკოგმირი!“ მონაწილეობისა და წარმოდგენილი ნამუშევრისათვის სერტიფიკატები გადაეცათ ჩვენი სკოლის ნიჭიერ და აქტიურ მოსწავლე-მასწავლებელს: მეცხრეკლასელ მართა ვეკუასა და ქიმიის მასწავლებელს, ქალბატონ ლამზირა ონიანს.

სკოლის დირექცია ულოცავს მათ მიღწეულ წარმატებას და კვლავაც წარმატებებს უსურვებს!“- აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203