
4 ივნისს თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისპირის საჯარო სკოლაში სასკოლო პროექტით გათვალისწინებული სპორტული ღონისძიება - „მხიარული სტარტები“ ჩატარდა.
ღონისძიებას ორგანიზება გაუწია სპორტის მასწავლებელმა გოჩა პაპუნაშვილმა.
გუნდები დაკომპლექტებული იყო V-XI კლასის მოსწავლეებისგან. შერჩეული იყო სახალისო სახალისო, საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობები. მოსწავლეები აქტიურად ჩაერთნენ
და თითოეული გუნდი გამარჯვებისთვის იბრძოდა.
ღონისძიებას სტუმრის სტატუსით დაესწრო პროექტ „ახალი სკოლის მოდელის“ საგნობრივი ექსპერტი მევლუდ მაისურაძე.
„ღონისძიების მიზანი იყო მოსწავლეთა დაინტერესება ჯანსაღი ცხოვრების წესით და საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენა სხვადასხვა სპორტულ აქტივობებში“,-აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები და ვიდეო: