წარმატებული სასწავლო წელი -  თბილისის N190 საჯარო სკოლას ოქროს მედლის 7 და ვერცხლის მედლის 1 კანდიდატი ჰყავს
08-06-2021

პანდემიის გამო, საქართველოს საგანმანათლებლო სისტემა არაერთი გამოწვევის წინაშე დგას. არც ისაა მარტივი, ასეთ ვითარებაში საკუთარ პროფესიას ბოლომდე უერთგულო, თუმცა, ჩვენი პედაგოგები დგანან განათლებული მომავალი თაობების აღზრდის სადარაჯოზე და პროფესიულ წინსვლაზე ორიენტირებულები, თავს არ ზოგავენ - მოსწავლეებს მისცენ ხარისხიანი განათლება. სწორედ ასეთი თავდადების მაგალითია თბილისის N190 საჯარო სკოლა, სადაც სწავლა აქტიურად და არსებული რეგულაციების დაცვით მიმდინარეობს.

მოსწავლეები ჩართულები არიან სასკოლო ცხოვრებაში, საგაკვეთილო პროცესში, სხვადასხვა აქტივობასაც დიდი წარმატებით ახორციელებენ და სკოლის ერთმუშტად შეკრული, პროფესიონალი გუნდის დამსახურებით, ძალიან უყვართ სწავლა. ამის დასტურია ის, რომ თბილისის N190 საჯარო სკოლას ოქროს მედლის 7 და ვერცხლის მედლის 1 კანდიდატი ჰყავს. ესენი გახლავთ:

ოქროს მედლის კანდიდატები: ლუკა მიქაძე, ქეთევან აბუაშვილი, ელენე მენთეშაშვილი, მარიამ გეტმანი, იაკობ იაძე, ანი სულიკაშვილი, ანუკი ბანძელაძე და ვერცხლის მედლის კანდიდატი თათია სამადაშვილი.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203