„ჯანსაღი ცხოვრება და კეთილდღეობა“ - წალენჯიხის N2 საჯარო სკოლაში მასშტაბური პროექტი განხორციელდა
08-06-2021

წალენჯიხის N2 საჯარო სკოლაში სწავლა-სწავლების პროცესი აქტიურად და რა თქმა უნდა, არსებული პროტოკოლის ზედმიწევნით დაცვით მიმდინარეობს. მოსწავლეები ჩართულები არიან სასკოლო ცხოვრებაში, საგაკვეთილო პროცესში, სხვადასხვა აქტივობასაც დიდი წარმატებით ახორციელებენ, სკოლის ერთმუშტად შეკრული, პროფესიონალი გუნდის დამსახურებით, ძალიან უყვართ სწავლა და სხვადასხვა პროექტშიც დიდი ინტერესით მონაწილეობენ.

წალენჯიხის N2 საჯარო სკოლაში „ახალი სკოლის მოდელის“ ფარგლებში განხორციელდა პროექტი - „ჯანსაღი ცხოვრება და კეთილდღეობა“(გლობალური მიზანი N 3); პროექტის ავტორი გახლავთ ინგლისური ენის პედაგოგი ციცი ჭანტურია; პროექტის ფარგლებში გაიმართა ძალიან მნიშვნელოვანი საინფორმაციო-საგანმანათლებლო შეხვედრები, დისკუსიები, მრავალი საგანმანათლებლო აქტივობა (მათ შორის ესეებისა და ნახატების კონკურსი, თემატიკაზე - „ჩემი თვალით დანახული კოვიდ 19“); დასკვნითი ნაწილი კი უდავოდ გამორჩეული იყო, რადგანაც საპატიო სტუმრის სტატუსით, პროექტში ჩაერთო მეცნიერებათა დოქტორი იმუნოლოგიის დარგში, ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის თანამშრომელი ამერიკის შეერთებულ შტატებში ლელა ქარდავა - ამავე სკოლის წარჩინებული კურსდამთავრებული, რომელმაც დეტალურად ისაუბრა დღევანდელი მსოფლიოს უდიდეს გამოწვევაზე და უპასუხა კითხვებს, რაც ესოდენ აქტუალურია საზოგადოებაში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203