თბილისის N69 საჯარო სკოლას ოქროს მედლის 5 და ვერცხლის მედლის 1 კანდიდატი ჰყავს
08-06-2021

პანდემიის გამო, საქართველოს საგანმანათლებლო სისტემა არაერთი გამოწვევის წინაშე დგას. არც ისაა მარტივი, ასეთ ვითარებაში საკუთარ პროფესიას ბოლომდე უერთგულო, თუმცა, ჩვენი პედაგოგები დგანან განათლებული მომავალი თაობების აღზრდის სადარაჯოზე და პროფესიულ წინსვლაზე ორიენტირებულები, თავს არ ზოგავენ - მოსწავლეებს მისცენ ხარისხიანი განათლება. სწორედ ასეთი თავდადების მაგალითია თბილისის N69 საჯარო სკოლა, სადაც სწავლა აქტიურად და არსებული რეგულაციების დაცვით მიმდინარეობს.

მოსწავლეები ჩართულები არიან სასკოლო ცხოვრებაში, საგაკვეთილო პროცესში, სხვადასხვა აქტივობასაც დიდი წარმატებით ახორციელებენ და სკოლის ერთმუშტად შეკრული, პროფესიონალი გუნდის დამსახურებით, ძალიან უყვართ სწავლა. ამის დასტურია ის, რომ თბილისის N69 საჯარო სკოლას ოქროს მედლის 5 და ვერცხლის მედლის 1 კანდიდატი ჰყავს. ესენი გახლავთ:

ოქროს მედლის კანდიდატები: ლუკა ხოჭოლავა, მარიამ ბაქრაძე, მარიამ ჭაბუკიანი, ქეთევან ჩორგოლიანი​, ნინი ლომიძე და ვერცხლის მედლის კანდიდატი გიორგი ონიანი.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203