„სახელმწიფო ენის დაცვა მომავალი თაობის პრიორიტეტია“ - ახალციხის N5 საჯარო სკოლის მოსწავლის წარმატება სახელმწიფო კონკურსში
08-06-2021

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ, სახელმწიფო ენის დეპარტამენტთან თანამშრომლობით, დედა ენის დღესთან დაკავშირებით, გამოაცხადა კონკურსი - „როგორ დავიცვათ ქართული ენა". კონკურსის ფარგლებში საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების X-XI კლასის მოსწავლეებს, ინდივიდუალურად ან ჯგუფურად უნდა შეემუშავებინათ კონცეფციები ქართული ენის დაცვის თემაზე.

აღნიშნულ კონკურსში მონაწილეობა მიიღო ახალციხის №5 საჯარო სკოლის X „ბ“ კლასის ორმა მოსწავლემ - საბა ნარიმანიშვილმა და საბა მანველიშვილმა. აქედან საბა ნარიმანიშვილის ნამუშევარი დასახელდა 10 საუკეთესოს შორის.

„სკოლის დირექცია და პედაგოგიური კოლექტივი ულოცავს საბა ნარიმანიშვილს წარმატებას. ისეთი დამოკიდებულება, როგორიც ამ კონცეფციაში გამოვლინდა მშობლიური ენის მიმართ, ნამდვილად საამაყოა. სახელმწიფო ენის დაცვა მომავალი თაობის პრიორიტეტია“, - აღნიშნულია ახალციხის N5 საჯარო სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203