
1 ივნისს, აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ კეთილარის საჯარო სკოლის მე-10 კლასში ინგლისურ ენაში პრობლემაზე ორიენტირებული გაკვეთილი ჩატარდა.
გაკვეთილის თემა იყო - „გარემოს დაცვის მნიშვნელობა“. სასწავლო პროცესი ღია სივრცეში წარიმართა.
„მოსწავლეები დიდი ინტერესით ჩაერთვნენ საგაკვეთილო პროცესში. დარგეს მცენარეები, შექმნეს ბროშურები, სადაც წარმოადგინეს რჩევები თუ, როგორ უნდა დავიცვათ გარემო. გაკვეთილი იყო მხიარული, საინტერესო და შედეგზე ორიენტირებული. მადლობა მასწავლებელს და მოსწავლეებს გაწეული შრომისთვის“,- აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები