მეკეიძეების საჯარო სკოლის გუნდმა ინტელექტუალურ თამაშში გაიმარჯვა
08-06-2021

ხულოს მუნიციპალიტეტის, მეკეიძეების საჯარო სკოლაში სწავლა-სწავლების პროცესი აქტიურად და რა თქმა უნდა, არსებული პროტოკოლის ზედმიწევნით დაცვით მიმდინარეობს. მოსწავლეები ჩართულები არიან სასკოლო ცხოვრებაში, საგაკვეთილო პროცესში, სხვადასხვა აქტივობასაც დიდი წარმატებით ახორციელებენ, სკოლის ერთმუშტად შეკრული, პროფესიონალი გუნდის დამსახურებით, ძალიან უყვართ სწავლა და სხვადასხვა ინტერაქტიულ პროექტშიც დიდი ინტერესით მონაწილეობენ.

ახლახან, ღორჯომის ახალგაზრდული ორგანიზაციის ინიციატივით, სხვადასხვა საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის გაიმართა ტურნირი - „რა? სად? როდის?“. ტურნირი მიეძღვნა ბავშთა დაცვის საერთაშორისო დღეს, რომელშიც ექვსი გუნდი მონაწილეობდა.

დაძაბული პაექრობის შედეგად, პირველი ადგილი სოფელ მეკეიძეების საჯარო სკოლის გუნდმა მოიპოვა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203