ვანის N1 საჯარო სკოლაში I კლასს ვარსკვლავი გაუხსნეს - მოსწავლეებმა სასწავლო წლის წარმატებით დასრულება იზეიმეს
09-06-2021

ვანის N1 საჯარო სკოლის I კლასის მოსწავლეებმა სასწავლო წლის დასრულება იზეიმეს. 

სკოლაში პირველკლასელები არდადეგებზე დიდი სიყვარულით გააცილეს. 

სკოლის დირექციამ და პედაგოგებმა მოსწავლეებს პირველი სასწავლო წლის წარმატებით დასრულება მიულოცეს და სამახსოვრო ვარსკვლავი გაუხსნეს. 

„ასე მხიარულად და წარმატებით დავასრულეთ პირველი კლასი, დავემშვიდობეთ დედაენას. წარმატებებს გისურვებთ ჩემო პატარებო და მადლობას გიხდით მშობლებო, ღონისძიებაში აქტიურად ჩართვისათვის“,- აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203