რუსთავის N17 საჯარო სკოლის ეკოკლუბი გარემოსდაცვითი ცნობიერების ასამაღლებელ საინფორმაციო შეხვედრას დაესწრო
08-06-2021

ლევან გოთუას სახელობის, რუსთავის N17 საჯარო სკოლაში სწავლა-სწავლების პროცესი აქტიურად და რა თქმა უნდა, არსებული პროტოკოლის ზედმიწევნით დაცვით მიმდინარეობს. მოსწავლეები ჩართულები არიან სასკოლო ცხოვრებაში, საგაკვეთილო პროცესში, სხვადასხვა აქტივობასაც დიდი წარმატებით ახორციელებენ და სკოლის ერთმუშტად შეკრული, პროფესიონალი გუნდის დამსახურებით, ძალიან უყვართ სწავლა.

რუსთავის N17 საჯარო სკოლის ეკოკლუბი „დომინანტი“, პედაგოგ მზია შველიძესთან ერთად, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ცნობიერების ასამაღლებელ საინფორმაციო შეხვედრას დაესწრო - მოუსმინეს გამოწვევებთან დაკავშირებული მდგომარეობის ანგარიშს. ასევე რუსთავის N17 საჯარო სკოლის მოსწავლეები მონაწილეობენ იდეების კონკურსში - „სუფთა ჰაერი - ერთად ავიღოთ პასუხისმგებლობა“ და სასკოლო საზოგადოება წარმატებებს უსურვებს მათ ამ დიდ საქმეში.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203