ზემო მაჩხაანის საჯარო სკოლის ორი გუნდი ინტელექტუალური თამაშის ფინალში გადავიდა
08-06-2021

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო მაჩხაანის საჯარო სკოლის ორი გუნდი ინტელექტუალური თამაშის ფინალში გადავიდა. 

4 ივნისს, მირზაანში, მხატვარ ბელა ლობჯანიძის არტ გალერეაში ინტელექტუალური თამაშის-  „რა? სად? როდის?“ მესამე ზონალური ტური გაიმართა. თამაშში არბოშიკისა და ზემო მაჩხაანის საჯარო სკოლების ოთხი გუნდი მონაწილეობდა. ფინალში ზემო მაჩხაანის საჯარო სკოლის ორი გუნდი გადავიდა. ჩემპიონატი ნინო კიკილაშვილის  სახელობის გარდამავალი თასის მოსაპოვებლად ტარდება.

სამივე ზონის გამარჯვებული 6 გუნდი მომავალ კვირაში, ფინალში შეხვდება ერთმანეთს.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203