
დედოფლისწყაროს N2 საჯარო სკოლის ინტელექტუალებმა თამაშის - „რა? სად? როდის?“ მეორე ტურში წარმატებით იასპარეზა. სკოლის გუნდი ინტელექტუალური თამაშის ფინალშია.
სკოლა ამაყობს მოსწავლეების მიღწევით და მომავალშიც წარმატებას უსურვებს მათ.
ინტელექტუალური თამაშის - „რა? სად? როდის?“ ზონალური, მეორე ტური, ნინო კიკილაშვილის სახელობის გარდამავალ თასის მოსაპოვებლად, დედოფლისწყაროს ცენტრალურ სტადიონზე, 3 ივნისს გაიმართა. ჩემპიონატში დედოფლისწყაროს, გამარჯვების, სამრეკლოსა და ხორნაბუჯის საჯარო სკოლების 6 გუნდი მონაწილეობდა.
იხილეთ ფოტოები: