„მოლოდინების ხე“ - ძლევიჯვრის საჯარო სკოლის IV კლასის მოსწავლეებმა გარემოს დაცვის დღეს კედლის გაზეთი დაამზადეს
08-06-2021

ბესიკ კაპანაძის სახელობის ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ძლევიჯვრის საჯარო სკოლაში დიდი ყურადღება ეთმობა მოსწავლეებში ცნობიერების ამაღლებას. პედაგოგები ზრუნავენ ბავშვებს ბუნება შეაყვარონ და ასწავლონ, როგორ მოუფრთხილდნენ გარემოს.

სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა კიდევ ერთი გარემოს დაცვის დღე ძლევიჯვრის საჯარო სკოლაში. IV კლასის მოსწავლეებმა შესანიშნავი ღონისძიება მიუძღვნეს ამ დღეს და კიდევ ერთხელ გაიაზრეს ჯანსაღი გარემოს აუცილებლობა.

გარემოს დავის დღეს მრავალფეროვანი აქტივობებით იყო დატვირთული. მოსწავლეებმა შექმნეს კედლის გაზეთი „მოლოდინების ხე“, სადაც სხვადასხვა მოწოდებები დაიტანეს. ბავშვები სპეციალური ფორმებში გამოეწყვნენ და ამითაც ერთი-ორად აიმაღლეს განწყობა.  

გარემოს დავის დღემ სკოლაში სახალისოდ ჩაიარა და მოსწავლეებისთვის ინფორმაციულ-შემეცნებითიც აღმოჩნდა.

აქტივობა პედაგოგის, ეკა გიუნაშვილის ხელმძღვანელობით ჩატარდა.

აღსანიშნავია, რომ გარემოს დაცვის მსოფლიო დღე ყოველწლიურად, 5 ივნისს აღინიშნება. ამ დღის აღნიშვნა მიზნად ისახავს ადამიანთა პასუხისმგებლობის გაცნობიერებას ბუნების მიმართ, გარემოს მდგრადი განვითარებისათვის ხელშეწყობას და გარემოს შენარჩუნებისა და გაუმჯობესებისათვის ბრძოლაში საზოგადოების აქტიურ ჩართვას.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203