პაპოშვილების საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლეებმა სასწავლო წელი წარმატებით დაასრულეს
08-06-2021

შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ პაპოშვილების საჯარო სკოლაში მუდამ ზრუნავენ მოსწავლეებისთვის მნიშვნელოვანი დღეები დასამახსოვრებელ თარიღებად აქციონ და სასკოლო მოგონებებში სასიამოვნოდ აღბეჭდონ. ბავშვებიც აქტიურად ერთვებიან სახალისო ღონისძიებებში.

გარდა სახალისო აქტივობებისა, სკოლაში დიდი ყურადღება ეთმობა სწავლის ხარისხს და ეს რომ მაღალ დონეზეა, წლევანდელი პირველკლასელებიც მოწმობენ. მათ განვლილი მასალა წარმატებით დაასრულეს და დამრიგებელმა არდადეგებისკენ ლამაზი ღონისძიებითაც გააცილა.

პირველი კლასის მოსწავლეებს ფერადი „გაცილება“ დამრიგებელმა, ნატო ცეცხლაძემ მოუწყო.

სასწავლო წლის ბოლო დღე დამრიგებელთან სამახსოვრო ფოტოების გადაღებით დასრულდა და ასე, სახალისოდ გამოემშვიდობნენ პატარები საყვარელ მასწავლებელსა და სკოლას. პედაგოგმა მათ სასიამოვნო არდადეგები უსურვა და მეორე კლასშიც უამრავი საინტერესო აქტივობებს დაპირდა.  

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203