
ანდრია რაზმაძის სახელობის ქუთაისის N41 ფიზიკა - მათემატიკის საჯარო სკოლის მე-5 კლასის მოსწავლე თემურ უკლებამ საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატზე ტაიკვანდოში, თავისი ასაკის წონით კატეგორიაში, პირველი ადგილი მოიპოვა და ოქროს მედალი დაიმსახურა.
სკოლა მოსწავლეს წარმატებას ულოცავს.
„მე-5ზ კლასის (დამრიგებელი ნათია ყანჩაველი) მოსწავლე თემურ უკლება ბეჯითი მოსწავლე და კლასელებისათვის კარგი მეგობარია. ზრდილი, კულტურული, გაწონასწორებული სპორტის ისეთი სახეობითაა გატაცებული, რომელიც სამომავლოდ კიდევ უფრო გამოაწრთობს მის საუკეთესო თვისებებს. სასიხარულოა, რომ რამდენიმე დღის წინ, საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატზე ტაიკვანდოში, თავისი ასაკის წონით კატეგორიაში პირველი ადგილი და ოქროს მედალი დაიმსახურა. ვულოცავთ თემურს და შემდგომ წარმატებებს ვუსურვებთ“,- აღნიშნულია სკოლის წერილში.
იხილეთ ფოტო