ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესის“ ბათუმის ფილიალის ადმინისტრაცია ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელს - ქეთი სიხარულიძეს გვაცნობს. პედაგოგს, მასწავლებლობის გარდა, ჟურნალისტად მუშაობის გამოცდილებაც აქვს და მოსწავლეებს პირველ რიგში, თავისუფალ აზროვნებას ასწავლის.
„დროა, წარმოგიდგინოთ ჩვენი სკოლის ქართულის პედაგოგი - ქეთი სიხარულიძე! ის გახლავთ გამორჩეული ინტელექტის მქონე ჟურნალისტი და ლიტერატორი; არის ლიტერატურული კლუბის „ქიმერიონი“ დამფუძნებელი, სადაც ახალგაზრდებს აზიარებს ქართულსა და მსოფლიო ლიტერატურას; მრავალწლიანი გამოცდილება აქვს როგორც სწავლების, ასევე ჟურნალისტიკის სფეროში მუშაობის; მოსწავლეებს უპირველესად თავისუფალ და თამამ აზროვნებას ასწავლის. ქეთი მასწავლებელს ლიტერატურული ნაწარმოების განხილვისას, მსმენელი სიღრმისეულად შეჰყავს ლიტერატურისა და მისი ეპოქის პოეტოლოგიურ და მსოფლმხედველობრივ პარადიგმაში.
წარმატებები ვუსურვოთ ქეთი მასწავლებელს! მრავალი მოსწავლე დაეინტერესებინოს ლიტერატურით! ახალი თაობები აღეზარდოს მაღალი-ღირებულებებით!“- წერია სკოლის ინფორმაციაში.