თბილისის N120 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ნახატებისა და კედლის გაზეთების გამოფენა გაიმართა
08-06-2021

თბილისის N120 საჯარო სკოლაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს გამოფენა მიეძღვნა. 

სკოლის ფოიეში თემაზე - „1918 წლის 26 მაისი“ ნახატებისა და კედლის გაზეთების გამოფენა მოეწყო.

გამოფენაში მონაწილეობდნენ:

  • I2 კლასი (დამრიგებელი გვანცა ღაჭავა),
  • I3 კლასი (დამრიგებელი მზია დვალი-ბუცხრიკიძე),
  • მე-22 კლასი (დამრიგებელი ნონა ღვდელაძე),
  • მე-32 კლასი (დამრიგებელი ნინო ბერიტაშვილი),
  • მე-31 კლასი (დამრიგებელი მანანა მერაბიშვილი),
  • მე-42 კლასი (დამრიგებელი მანანა კასრაძე).
103 წლის წინ, 1918 წლის 26 მაისს, თბილისში საქართველოს ეროვნულმა საბჭომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო.საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ, რომლის დამოუკიდებლობა ევროპის წამყვანმა ქვეყნებმა ცნეს, არსებობა არასრული სამი წლის თავზე, საბჭოთა რუსეთის მიერ განხორციელებული ოკუპაციის შემდეგ შეწყვიტა.

საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენა 1991 წლის 9 აპრილს შეძლო.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203