წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის ეკოკლუბის წევრებმა უნივერსიტეტის ეზოში ხეები დარგეს
08-06-2021
ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის ეკოკლუბის წევრებმა აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტის ეზოში ხეები დარგეს. კლუბის ლიდერი XI კლასის მოსწავლე ანი ხურცილავაა.

5 ივნისი გარემოს დაცვის საერთაშორისი დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ბიოლოგიისა და ბიოტექნოლოგიის სპეციალობის სტუდენტებმა, ასოცირებული პრიფესორის, მაკა ხეცურიანის ხელმძღვანელობით, უნივერსიტეტის ღია სივრცეში ღონისძიება ჩაატარეს.

„სტუდენტებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები თემებზე:

1. „გარემოს დაცვის საერთაშორისო დღის აღნიშვნა - საზოგადოების პასუხისმგებლობა გარემოს შენარჩუნებისა და გაუმჯობესებისათვის!“
2. „წყალსატევების დაჭუჭყიანება და მათზე ანთროპოგენური ევტროფიკაციის გავლენა“;
3. „შავი ზღვის ეკოლოგიური პრობლემები“.

ღონისძიების მეორე ნაწილში კი აწსუ-ს ღია სივრცეში სტუდენტებმა და ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის ეკო-კლუბის წევრებმა  (ხელმძღვანელი ასოც. პროფესორი ნატალია მანდარია, ეკო-კლუბის ლიდერი XI კლასის მოსწავლე ანი ხურცილავა) ერთობლივად დარგეს ხეები და კიდევ უფრო დაამშვენეს უნივერსიტეტის ეზო. პარალელურად ბატონ რამაზ კილაძის მიერ ჩატარდა მასტერკლასი მცენარეთა გასხვლა-ვარჯის ფორმირების შესახებ.

მადლობა დღევანდელი დღის ორგანიზატორებსა და ყველა მონაწილეს“, - წერია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203