„მინდა გისურვოთ სკოლაში მიღებული ცოდნისა და უნარების რეალიზება“ - ჩაისუბნის N2 სკოლის პედაგოგი ირმა რიონიძე სადამრიგებლო კლასს გამოემშვიდობა
08-06-2021

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლაში „ბოლო ზარი“ ემოციური იყო. დამრიგებელმა ირმა რიონიძემ მოსწავლეები სიყვარულით, თბილი სიტყვებით გააცილა სკოლიდან და ცხოვრების ახალ ეტაპზე თითოეულს გზა დაულოცა.

„როგორც ყველა სკოლაში, ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლაშიც აწკრიალდა ბოლო ზარი. თითქოს განსხვავებული ხმა ჰქონდა ამ ზარს, მასში შერეული იყო სევდაც და სიხარულიც, მეც იგივე განცდა მქონდა როგორიც ბავშვებს. მიხაროდა, რომ ცხოვრების ახალ გზას დაადგნენ, ახალი იმედებით, მიზნებით და ოცნებებით, ასევე გული მწყდება, რომ ჩვენი სასკოლო ურთიერთობა მთავრდება.

გილოცავთ წრფელი გულით და დიდი სიყვარულით, მინდა გისურვოთ სკოლაში მიღებული ცოდნისა და უნარების რეალიზება, წარმატებული მომავალი და მზიანი დღეები, გესახელებინოთ სკოლა და ოჯახი“, - ამბობს მე-12 კლასის დამრიგებელი ირმა რიონიძე.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203