წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მინი-სპექტაკლი „თოვლის დედოფალი“ წარმოადგინეს
27-12-2017
წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის დარბაზში IIა კლასის მოსწავლეებმა მინი-სპექტაკლი „თოვლის დედოფალი“ წარმოადგინეს. ხელნაკეთი ფიფქებითა და ბუხრით გაფორმებულ დარბაზში სადღესასწაულო კოსტიუმებში გამოწყობილმა ბავშვებმა წინასაახალწლო განწყობა შექმნეს. როგორც კლასის ხელმძღვანელმა ელისო მეტრეველმა აღნიშნა, მოსწავლეები გულოდგინედ ემზადებოდნენ ამ დღისთვის, ითავისებდნენ თავიანთ როლებს.
ღონისძიების მუსიკალური ხელმძღვანელი მაკა ჟორჟოლიანი გახლდათ, ქორეოგრაფი - ჟანა ბენიძე, დეკორატორი კი მარი სილაგაძე და მშობელთა დასი.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს