ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხემლისხიდის საჯარო სკოლაში პირველკლასელებმა სასწავლო წელი ღონისძიებით დაასრულეს.ლამაზად მორთულ საკლასო ოთახში საზეიმო განწყობა იყო, მასწავლებლებმა პატარები სიგელებით დააჯილდოვა და პირველი სასწავლო წლის წარმატებით დასრულება მიულოცა.
„ერთი ლამაზი დღეც გვაჩუქეს პირველკლასელებმა და მხიარულად დაგვემშვიდობნენ“, - გვიამბობს სკოლის წარმომადგენელი.
იხილეთ ფოტოები