მაღლაკის N1 სკოლის მოსწავლეები - მარიამ მანაგაძე და იოანა ჟორჟოლიანი სამეცნიერო კონფერენციაზე საინტერესო მოხსენებით წარდგნენ
08-06-2021

აკაკი წერეთლის სახელობის ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზს ცნობილი ქართველი ენათმეცნიერისა და საზოგადო მოღვაწის, პროფესორ ტარიელ ფუტკარაძის სახელი მიენიჭა. განათლების ეროვნული ინსტიტუტის თაოსნობით, ბიბლიოთეკაში მოსწავლეთა სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა, რომელშიც წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მაღლაკის N1 საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეები - მარიამ მანაგაძე და იოანა ჟორჟოლიანი მონაწილეობდნენ.

მარიამმა და იოანამ დამსწრე საზოგადოებას წაუკითხეს მოხსენება თემაზე: „ტარიელ ფუტკარაძის სახელმძღვანელოები“. მოხსენებამ დიდი მოწონება დაიმსახურა, ხოლო მოსწავლეებს კონფერენციის ორგანიზატორმა - ხათუნა ჯავახაძემ მარგალიტები უწოდა.

კონფერენციის ბოლოს მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203