„მასწავლებელი, მშობელი, მოსწავლე - ჩვენ ერთი გუნდი ვართ“ - ია მეფარიშვილი, ტობანიერის საჯარო სკოლის დირექტორი
08-06-2021
რას ნიშნავს ძლიერი სკოლა? რა არის მოსწავლისთვის სამაგალითო? რა არის დირექტორისთვის მოტივაცია? - ამ და სხვა საკითხებზე etaloni.ge ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ტობანიერის საჯარო სკოლის დირექტორის - ია მეფარიშვილის მოსაზრებებს გთავაზობთ:

- სასწავლო წელი დასრულდა...

- ძალიან სწრაფად გაიფრინა დრომ და აი, კიდევ ერთი სასწავლო წელიც დასრულდა. წელი რომელმაც მეტად დაგვანახა, თუ როგორი მტკიცე რგოლია - სკოლა, ოჯახი და საზოგადოება. კიდევ ერთხე ვაყოლებთ თვალს, გავლილ თვეებს, რომლებიც უამრავ ბედნიერ წუთთან და საინტერესო თავგადასავლებთან ასოცირდება.

- რატომაა ოჯახის მხარდაჭერა საჭირო და რა არის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი?

- მასწავლებელი, მშობელი, მოსწავლე, კოლეგა - ჩვენ ერთი გუნდი ვართ ერთი დიდი ოჯახის წევრები. გუნდურობა, კოლეგიალობა, მუდმივი ზრუნვა პროფესიულ განვითარებაზე, ნებისმიერ კრიტიკულ სიტუაციაში მოსწავლეთა ინტერესების დაცვა, ბრძოლა მათი უკეთესი მომავლისთვის:  ყოველივე ეს განვითარებისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორებია.

- ძლიერი სკოლა ნიშნავს...

- შევქმნათ მზრუნველი, კეთილგანწყობილი, თანამშრომლობითი, მუდმივად განვითარებასა და ხარისხზე ორიენტირებული მომავლის სკოლა.

- მოსწავლისთვის სამაგალითოა...

- პედაგოგი, რომელიც თავისი პროფესიონალიზმის გარდა არის კარგი აღმზრდელიც, იცნობს მოსწავლეების ასაკობრივ თავისებურებებს, შეუძლია აღზარდოს პატრიოტი, ტოლერანტი, მოყვასისა და სამშობლოს მოყვარული ადამიანი.

- დირექტორის მოტივაციაა...

- გაზიარებული პასუხისმგებლობა, თანასწორობა, აღიარება, ძლიერი, მიზანდასახული და კრეატიული გუნდი.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203