„ძლიერი სკოლა ნიშნავს ძლიერ თაობას, ძლიერ სახელმწიფოს“ - ხათუნა მუქერია, თბილისის N64 საჯარო სკოლის დირექტორი
რასთან ასოცირდება სასწავლო წლის დასრულება? რას ნიშნავს ძლიერი სკოლა? რა არის მოსწავლისთვის სამაგალითო? რა ახსენდება გამორჩეულად? - ამ და სხვა საკითხებზე etaloni.ge თბილისის N64 საჯარო სკოლის დირექტორის - ხათუნა მუქერიას ბლიც-ინტერვიუს გთავაზობთ:
- სასწავლო წლის დასრულება ყოველთვის...- საპასუხისმგებლოა.
- ძლიერი სკოლა ნიშნავს...- ძლიერ თაობას, ძლიერ სახელმწიფოს.
- გამორჩეულად მახსენდება...- სკოლის სასადილო.
- ოჯახის მხარდაჭერა საჭიროა...- სკოლისთვის, ბავშვისთვის, რათა მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო გარემო იყოს წარმატებული.
- მოსწავლისთვის სამაგალითოა...- უფროსი ადამინის ქცევა, სიტყვა.
- დირექტორის მოტივაციაა...- თანამშრომლობა და დიპლომატია.
- განვითარებისთვის მნიშვნელოვანია...- სურვილი.