ფცის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ეროვნულ დღესასწაულს ღონისძიება მიუძღვნეს
08-06-2021
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ფცის საჯარო სკოლაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღნიშნეს.
მე-9 და მე-10 კლასის მოსწავლეებმა ეროვნულ დღესასწაულს ღონისძიება მიუძღვნეს.
მოსწავლეებმა საქართველოს დამოუკიდებლობის მნიშვნელობასა და არსზე და 103 წლის წინ წინანდელ მოვლენებზე ისაუბრეს.
26 მაისს საქართველოში დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება.
ზუსტად 103 წლის წინ, 1918 წლის 26 მაისს, თბილისში საქართველოს ეროვნულმა საბჭომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო.საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ, რომლის დამოუკიდებლობა ევროპის წამყვანმა ქვეყნებმა ცნეს, არსებობა არასრული სამი წლის თავზე, საბჭოთა რუსეთის მიერ განხორციელებული ოკუპაციის შემდეგ შეწყვიტა.
საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენა 1991 წლის 9 აპრილს შეძლო.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს