თბილისის N132 საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის დღეს სახალისო და საინტერესო აქტივობები მიეძღვნა
08-06-2021

თბილისის N132 საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღნიშნეს. 

სკოლაში სხვადასხვა სახალისო და საინტერესო აქტივობა ჩატარდა.

აქტივობებში სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები მონაწილეობდნენ. 

მოსწავლეებმა დაამზადეს კედლის გაზეთი, ასევე მოხატეს სკოლის ეზოში არსებული ასფალტი.

ამ დღესთან დაკავშირებით ასევე ჩატარდა სხვადასხვა ტიპის ღონისძიებები. 

აღსანიშნავია, რომ პირველად, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე, 1950 წლის 1 ივნისს იზეიმეს, რის შემდეგაც იგი ყოველ წელს მთელ მსოფლიოში აღინიშნება. 

ამ დღეს მხოლოდ გასართობი ხასიათი არ აქვს, ეს დღე შეხსენებაა იმისა, რომ ყველა ბავშვი ჯანსაღ და უსაფრთხო გარემოში უნდა იზრდებოდეს, სადაც მას სრულყოფილი განათლებისა და ყველა საჭირო სიკეთის მიღება შეუძლია.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203