
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალი სამგორის საჯარო სკოლის დირექციამ პირველკლასელებს სასწავლო წლის დასრულება მიულოცა და ბედნიერი არდადეგები უსურვა. სასწავლო წლის ბოლო დღე პატარებისთვის შთამბეჭდავი იყო.
„ვულოცავთ ჩვენს პირველკლასელებს სასწავლო წლის დასრულებას. მათ ხომ ცოდნის სამყაროში წელს ძალიან ბევრი იმოგზაურეს და ახლა სკოლა დიდი სიყვარულით დროებით ემშვიდობება მათ.
სასწავლო წლის ბოლო დღე კიდევ ერთხელ მეტად საინტერესო და სახალისო იყო პატარებისთვის მათი დამრიგებლის ნინო თეგეთაშვილის წყალობით.
ვუსურვებთ ჩვენს ლამაზ გოგო-ბიჭებს ბედნიერ დასვენებას“, - წერია სკოლის დირექციის ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები