
„ჩვენ ვზრუნავთ ჩვენი თანატოლების ჯანმრთელობასა და დემოკრატიული განვითარებისათვის“ - ამ დევიზით დავით კაკიაშვილის სახელობის ხაშურის N2 საჯარო სკოლის IIIა კლასის მოსწავლეებმა სასკოლო ღონისძიება გამართეს. ღონისძიება ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს მიეძღვნა.
„პატარებმა სკოლის მოსწავლეებს გაუფერადეს და მიულოცეს ეს დღე. ბოლოს, დღის ემოციები ასფალტზე შესრულებულ ფერად ნახატებში გადაიტანეს, მოეფერნენ ბუნებას, სამშობლოს, მზეს, ცას და ჯანმრთელობა უსურვეს დედამიწას.
პ.ს. გილოცავთ, ბედნიერი ბავშვობა ჩემო კრეატიულებო და გონიერებო“, - წერია დირექციის ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები