„გახსოვდეს, შენ მნიშვნელოვანი ხარ!“ - მუხროვანის საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის საერთაშოროსო დღე აღნიშნეს
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხროვანის საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის საერთაშოროსო დღე აღნიშნეს. პატარებმა უყურეს ფილმს, იმსჯელეს ნანახის ირგვლივ და დაგმეს ბავშვთა ყოველგვარი დისკრიმინაცია. მოსწავლეებმა
სპეციალურად ამ დღისთვის შექმნეს პოსტერები ბავშვთა უფლებების შესახებ, რომლებიც
დამსწრე საზოგადოებას წარუდგინეს.
„მესამე კლასის მოსწავლეები, კლასის დამრიგებელთან ერთად, ბავშვთა დაცვის დღის სიმბოლურ დროშის ფერებში გამოეწყვნენ. იყო ცეკვა, სიმღერა, თამაში, საჩუქრები, ბევრი სიხარული... ღონისძიების დასასრულს, ბავშვებმა გაუშვეს ფრანი, რომელსაც გაატანეს თანატოლებთან, საკუთარი ხელით დაწერილი მილოცვა და მნიშვნელოვანი შეტყობინება: „გახსოვდეს, შენ მნიშვნელოვანი ხარ!“-გვიამბობს სკოლის წარმომადგენელი.
იხილეთ ფოტოები და ვიდეო: