ხაშურის N7 საჯარო სკოლის მოსწავლეები მუნიციპალიტეტის მთავარ ბიბლიოთეკაში გამართულ ღონისძიებაში მონაწილეობდნენ
08-06-2021

ხაშურის N7 საჯარო სკოლის მეათეკლასელები ხაშურის მუნიციპალიტეტის მთავარ ბიბლიოთეკაში გამართულ ღონისძიებაში მონაწილეობდნენ. ბიბლიოთეკას დათო ტურაშვილი და გიორგი ლობჟანიძე ესტუმრნენ.

„დღეს ჩვენი ქალაქი ორ ბუმბერაზ შემოქმედს: დათო ტურაშვილსა და გიორგი ლობჟანიძეს მასპინძლობდა. მათ ახალი წიგნები - „ხაშურის სევდა“ და „ჩემი ფანჯრებიდან“ წარადგინეს.

აღნიშნულ ღონისძიებაში, რომელიც ხაშურის მუნიციპალიტეტის მთავარ ბიბლიოთეკაში გაიმართა, მონაწილეობას იღებდნენ ჩვენი სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეები.

სკოლა მადლობას უხდის საბიბლიოთეკო გაერთიანების დირექტორს ქალბატონ მაკა დიდებულიძეს მასპინძლობისა და უაღრესად შთამბეჭდავი დღისთვის“, - აღნიშნულია დირექციის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203