
თბილისის N149 საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღნიშნეს. ფერადი ბუშტებით ხელდამშვენებულმა მოსწავლეებმა ღონისძიება ღია ცის ქვეშ გამართეს და სკოლის ეზო ფერადი ცარცებით მოხატეს.
„იფრინეთ ლაღად, ფერად ბუშტებში გამომწყვდეულო პატარა ქართველების წრფელო სურვილებო და ოცნებებო... იფრინეთ... აიჭერით ზეცაში და იმ უშრეტ ვარსკვლავად ექეცით ჩვენს ქვეყანას, რომელიც მომავლის შარა-გზას გაგინათებთ...
გილოცავთ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს!“-წერია სკოლის ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები