„გარემოს დაცვით სიცოცხლეს ვიცავთ“​ - ორჯის საჯარო სკოლაში საინტერესო პროექტი განხორციელდა
07-06-2021

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ორჯის საჯარო სკოლის მე-6 კლასში, ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებელმა, მარიანნა მაკოიანმა, გარემოს დაცვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, პროექტი - „გარემოს დაცვით სიცოცხლეს ვიცავთ“ დაგეგმა და განახორციელა.

მოსწავლეებმა ნახატები მიუძღვნეს გარემოს დაცვის მსოფლიო დღეს და ისაუბრეს გარემოს დაცვის მნიშვნელობასა და დასაცავ წესებზე.

გარემოს დაცვის მსოფლიო დღე ყოველ წელს, 5 ივნისს აღინიშნება. 1972 წლის 15 დეკემბერს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 5 ივნისი გარემოს დაცვის დღედ გამოაცხადა.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203