სამების ​და დარაქოვის საჯარო სკოლების მოსწავლეებმა ფლეშმობის საშუალებით საზოგადოებას გარემოს დაცვის აუცილებლობა შეახსენეს
07-06-2021

პანდემიის გამო, საქართველოს საგანმანათლებლო სისტემა არაერთი გამოწვევის წინაშე დგას. არც ისაა მარტივი, ასეთ ვითარებაში საკუთარ პროფესიას ბოლომდე უერთგულო, თუმცა, ჩვენი პედაგოგები დგანან განათლებული მომავალი თაობების აღზრდის სადარაჯოზე და პროფესიულ წინსვლაზე ორიენტირებულები, თავს არ ზოგავენ - მოსწავლეებს მისცენ ხარისხიანი განათლება. სწორედ ასეთი თავდადების მაგალითია წალკის მუნიციპალიტეტის, სამების საჯარო სკოლა, სადაც სწავლა აქტიურად და არსებული რეგულაციების დაცვით მიმდინარეობს.

მოსწავლეები ჩართულები არიან სასკოლო ცხოვრებაში, საგაკვეთილო პროცესში, სხვადასხვა აქტივობასაც დიდი წარმატებით ახორციელებენ და სკოლის ერთმუშტად შეკრული, პროფესიონალი გუნდის დამსახურებით, ძალიან უყვართ სწავლა.

სამების საჯარო სკოლამ მიიღო მონაწილეობა ევროკავშირის ENPARD-ის პროგრამის მიერ მხარდაჭერილი პროექტის - „ეს წალკაა“ - ფარგლებში, წალკის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის (LAG), CENN-თან თანამშრომლობით, გამოცხადებულ კონკურსში, რომელიც მიზნად ისახავდა მუნიციპალიტეტში გარემოსდაცვითი დღეების აღნიშვნისადმი მიძღვნილი ინიციატივების მხარდაჭერასა და განხორცილებას.

სკოლამ აღნიშნულ კონკურსში გაიმარჯვა და აქტიურად დაიწყო პროექტის - „ჩვენი მწვანე სკოლა“ განხორციელება.

პროექტის ფარგლებში, დარაქოვისა და სამების საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ფლეშმობის მეშვეობით, საზოგადოებას შეახსენეს გარემოს დაცვის აუცილებლობა და ასე აღნიშნეს გარემოს დაცვის საერთაშორისო დღე, 5 ივნისი. 



 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203