გარემოს დაცვის საერთაშორისო დღე მახათაურის საჯარო სკოლაში
07-06-2021

ირაკლი ბაზაძის სახელობის, საჩხერის მუნიციპალიტეტის, მახათაურის საჯარო სკოლაში სწავლა-სწავლების პროცესი აქტიურად და რა თქმა უნდა, არსებული პროტოკოლის ზედმიწევნით დაცვით მიმდინარეობს. მოსწავლეები ჩართულები არიან სასკოლო ცხოვრებაში, საგაკვეთილო პროცესში, სხვადასხვა აქტივობასაც დიდი წარმატებით ახორციელებენ და სკოლის ერთმუშტად შეკრული, პროფესიონალი გუნდის დამსახურებით, ძალიან უყვართ სწავლა. თუმცა, ამასთან ერთად, არც გარემოსდაცვით აქტივობებს ივიწყებენ, ზრუნავენ ეკოლოგიაზე და ისიც კარგად აქვთ გაცნობიერებული, რომ დედამიწა ჩვენი სახლია.

ირაკლი ბაზაძის სახელობის, საჩხერის მუნიციპალიტეტის, მახათაურის საჯარო სკოლის მოსწავლეები გამოეხმაურენ გაეროს მიერ გამოცხადებულ 5 ივნისის ღონისძიებას  - „გარემოს დაცვის საერთაშორისო დღეს“. მოსწავლეებმა დაასუფთავეს სკოლის მიმდებარე ტერიტორია სხვადასხვა ნარჩენებისაგან, ასევე სკოლის შემოგარენში არსებული ირაკლი ბაზაძის სახელობის სკვერი.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203