გაიცანით, გიორგი ქამადაძე გეზათის საჯარო სკოლიდან, რომელმაც მოსწავლეთა სასწავლო-შემოქმედებით კონფერენციაში წარმატებას მიაღწია
07-06-2021

აბაშის მუნიციპალიტეტის, გეზათის საჯარო სკოლაში სწავლა-სწავლების პროცესი აქტიურად და რა თქმა უნდა, არსებული პროტოკოლის ზედმიწევნით დაცვით მიმდინარეობს. მოსწავლეები ჩართულები არიან სასკოლო ცხოვრებაში, საგაკვეთილო პროცესში, სხვადასხვა აქტივობასაც დიდი წარმატებით ახორციელებენ და სკოლის ერთმუშტად შეკრული, პროფესიონალი გუნდის დამსახურებით, ძალიან უყვართ სწავლა.

ამჯერად გეზათის საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლის - გიორგი ქამადაძის შესახებ გიამბობთ, რომელიც მოსწავლეთა 74-ე სასწავლო-შემოქმედებით კონფერენციაში ჩაერთო.

„გიორგი ქამადაძის მიერ წარმოდგენილმა თემებმა - შავი ჭირიდან კორონავირუსამდე (ისტორიისა და ეთნოლოგიის სექცია. თემის ხელმძღვანელები: ისტორია-გეოგრაფიის მასწავლებელი მაია ხომერიკი და ბიოლოგიის მასწავლებელი ირმა ჭანტურია) და „სამკუთხედების მსგავსების პრაქტიკული გამოყენება“(მათემატიკისა და თანამედროვე ტექნოლოგიის სექცია, თემის ხელმძღვანელი -იზაბელა გაბუნია) შესაბამისად დაიმსახურა ხარისხის დიპლომი და სიგელი. თემებზე მუშაობისას მან გამოავლინა დამოუკიდებელი სწავლის, კრიტიკული გააზრების კვლევის, შემოქმედებითობისა და პრეზენტაციის მაღალი უნარები.

გიორგი სკოლის ათოსანი მოსწავლეა. იგი გამოირჩევა მაღალი პასუხისმგებლობით, სკოლის ცხოვრებაში აქტიური ჩართულობით. არის სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობის წევრი. მისი ინიციატივით კეთილ მოეწყო სპორტული მოედანი და სკოლის ეზო“, - აღნიშნულია გეზათის საჯარო სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203