ტყემლანის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა მოეწყო
07-06-2021

პანდემიის გამო, საქართველოს საგანმანათლებლო სისტემა არაერთი გამოწვევის წინაშე დგას. არც ისაა მარტივი, ასეთ ვითარებაში საკუთარ პროფესიას ბოლომდე უერთგულო, თუმცა, ჩვენი პედაგოგები დგანან განათლებული მომავალი თაობების აღზრდის სადარაჯოზე და პროფესიულ წინსვლაზე ორიენტირებულები, თავს არ ზოგავენ - მოსწავლეებს მისცენ ხარისხიანი განათლება. სწორედ ასეთი თავდადების მაგალითია ახალციხის მუნიციპალიტეტის, ტყემლანის საჯარო სკოლა, სადაც სწავლა აქტიურად და არსებული რეგულაციების დაცვით მიმდინარეობს.

მოსწავლეები ჩართულები არიან სასკოლო ცხოვრებაში, საგაკვეთილო პროცესში, სხვადასხვა აქტივობასაც დიდი წარმატებით ახორციელებენ და სკოლის ერთმუშტად შეკრული, პროფესიონალი გუნდის დამსახურებით, ძალიან უყვართ სწავლა.

ტყემლანის საჯარო სკოლაში მოეწყო ნახატების გამოფენა, სადაც წარმოდგენილი იყო დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეთა ნამუშევრები, როგორც თავისუფალ, ასევე საქართველოს თემაზე.

„სკოლის დირექცია მადლობას უხდის ხელოვნების პედაგოგს ლელა ფერაძეს და თითოეულ მოსწავლეს აქტიურობისა და საინტერესო ღონისძიებისთვის“, - აღნიშნულია ტყემლანის საჯარო სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203