ფარცხანაყანევის N1 საჯარო სკოლის ქართული ენის და ლიტერატურის უფროსმა მასწავლებელმა რუსუდან კუჭუხიძემ VIII კლასში სტანდარტული გაკვეთილი ჩაატარა
07-06-2021

31 მაისს, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ფარცხანაყანევის N1 საჯარო სკოლაში ქართული ენის და ლიტერატურის უფროსმა მასწავლებელმა რუსუდან კუჭუხიძემ VIII კლასში ჩაატარა სტანდარტული გაკვეთილი თემაზე: ლევან გოთუა „უსტარაული“.

გაკვეთილის რამდენიმე მიზანი აქვს. ესენია:

ა) მოსწავლე შეძლებს გამოკვეთოს მოთხრობის მთავარი სათქმელი;

ბ) მოსწავლე შეძლებს დაადგინოს ავტორს, ამბის მთხრობელსა და პერსონაჟებს შორის ურთიერთმიმართება;

გ) მოსწავლე შეძლებს მოთხრობის მიხედვით იმსჯელოს ეკოსისტემაში წყლის დანიშნულებაზე;

დ) მოსწავლე შეძლებს ტექსტზე დაყრდნობით მხატვრულ ხერხებზე მუშაობას;

რუსუდან კუჭუხიძის მიერ ჩატარებული გაკვეთილი, ხარისხის განვითარების და პროფესიული მხარდაჭერის ჯგუფის მიერ დადებითად შეფასდა და მასწავლებელს მიეცა უკუკავშირი განმავითარებელი კომენტარის სახით.

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203