კრწანისის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა კონკურსში მოპოვებული გრანტითა და დირექციის თანადაფინანსებით „თავისუფალი სივრცე“ მოაწყვეს
07-06-2021

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ კრწანისის საჯარო სკოლაში აქტიურად მიმდინარეობს სასწავლო, შემეცნებითი და შემოქმედებითი აქტივობები.

„მიუხედავად იმისა, რომ სასწავლო წელი თითქმის მიიწურა, კრწანისის საჯარო სკოლაში კვლავ აქტიური და აქტუალურია  სასწავლო, შემეცნებითი და შემოქმედებითი აქტივობები.

სკოლის მოსწავლეებმა: ლიზი გაბაიძემ, თეკლა კახიანმა, მარიამ აფრასიძემ, ელისაბედ თამაზაშვილმა და სალომე ხიზანიშვილმა მონაწილეობა მიიღეს ევროპის ფონდის მიერ დაფინანსებულ და გარდაბნის ახალგაზრდული იდეის მიერ განხორციელებულ პროექტების კონკურსში, რომელშიც გრანტის სახით მოიპოვეს 800 ლარი.

საგრანტო კონკურსში მოპოვებული თანხითა და  დირექციის თანადაფინანსებით, მოსწავლეებმა მოაწყეს „თავისუფალი   სივრცე“ - უსაფრთხო, კომფორტული და სასიამოვნო გარემო, რომელიც სკოლის ყველა მოსწავლისათვის არის სასკოლო ცხოვრების გამრავალფეროვნების, აქტიურ მოქალაქედ ჩამოყალიბების, იდეების გენერირების,  შესაძლებლობების რეალიზების, წიგნიერების დონისა და პროფესიული ცნობიერების გაზრდის ახალი შესაძლებლობა.

პროექტის ფარგლებში, მოსწავლეთა პროფესიული ცნობიერების გაზრდისა და მოტივაციის ამაღლების  მიზნით, დაიგეგმა და მოეწყო საინტერესო შეხვედრები სხვადასხვა პროფესიის ადამიანებთან და ჩვენი სკოლის წარმატებულ კურსდამთავრებულებთან:

  • რუსთავის პროფესიული სასწავლებლის მოდუსი წარმომადგენელ გედევან იმერლიშვილთან ;
  • შეხვედრა ჟურნალისტ ნოდარ ლაფაჩიშვილთან ;
  • შეხვედრა იურისტ ნათია გიუნაშვილთან ;
  • მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციის მიზნით შეხვედრა ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულ ახალგაზრდა, წარმატებულ მასწავლებლებთან ;
  • ევროკავშირის ახალგაზრდა, მოხალისე ელჩთან, ბექა მარგიანთან, ევროპისა და ამერიკის უნივერსიტეტებში  სწავლის გაგრძელებისა და გაცვლითი პროგრამების შესახებ.

სასწავლო წლის დასრულებამდე  დაგეგმილია შეხვედრები ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულ წარმატებულ სტუდენტებთან და რომანების „შემოვალ ეტლით“ და „შულამელი გოგონები“ ავტორებთან, შორენა ხუხუასთან და გვანცა გუბელაძესთან“, - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203