განთიადის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სასწავლო და სათემო პროექტების კონკურსში გაიმარჯვეს
07-06-2021
წალკის მუნიციპალიტეტის, განთიადის საჯარო სკოლაში სწავლა-სწავლების პროცესი აქტიურად და რა თქმა უნდა, არსებული პროტოკოლის ზედმიწევნით დაცვით მიმდინარეობს. მოსწავლეები ჩართულები არიან სასკოლო ცხოვრებაში, საგაკვეთილო პროცესში, სხვადასხვა აქტივობასაც დიდი წარმატებით ახორციელებენ და სკოლის ერთმუშტად შეკრული, პროფესიონალი გუნდის დამსახურებით, ძალიან უყვართ სწავლა.

განთიადის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა გამარჯვება მოიპოვეს ბრიტანეთის საბჭოს მიერ ორგანიზებული   სასწავლო და სათემო პროექტების კონკურსში. პროექტს ხელმძღვანელობდა ინგლისური ენის მასწავლებელი, თინათინ ბურთიკაშვილი.

„ჩვენი მოტივირებული, ენერგიული და ხალისიანი მოსწავლეები თავდაუზოგავად შრომობდნენ მიზნის მისაღწევად. სკოლის სახელით, მადლობას ვუხდით თითოეულ მონაწილეს და თინა მასწავლებელს. პროექტზე მუშაობისას მოსწავლეებმა გაიუმჯობესეს კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების, პრობლემის მოგვარების და საკომუნიკაციო უნარ-ჩვევები“ - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

მოგვიანებით პროექტი პედაგოგმა, თინათინ ბურთიკაშვილმა შეაფასა და მოსწავლეებს მადლობა გადაუხადა: 

„მიყვარხართ და მეამაყებით, მადლობა ორგანიზატორებსა და ყველა იმ ადამიანს, ვინც დაგვეხმარა პროექტის წარმატებით განხორციელებაში". მე-9 კლასის მოსწავლემ, შორენა მარკოიძემ აღნიშნა: „მივიღეთ გამოცდილება, რომელიც ჩვენი წარმატების პირველი საფეხურია. მადლობა თინა მასწავლებელს"; მე-11 კლასის მოსწავლემ, მარიკა ვანაძემ კი დასძინა: „ძალიან დიდი გამოცდილებაა, რომელმაც გაგვზარდა როგორც ცოდნით, ისე პიროვნულად, დიდი მადლობა“.



 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203