მარელისის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ხელნაწერი წიგნი - „გარემოს დაცვა“ შექმნეს
07-06-2021
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სადგურ მარელისის საჯარო სკოლაში მასშტაბურად აღინიშნა გარემოს დაცვის საერთაშორისო დღე.

„ახალი სკოლის მოდელის“ ფარგლებში, სასკოლო პროექტის გარემოს დაცვა პრეზენტაციის ფონზე მასშტაბურად აღინიშნა, გარემოს დაცვის საერთაშორისო დღე. ეკოკლუბმა შექმნა პოსტერი და გაიმართა პრეზენტაცია. ასევე, სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობის ინიციატივით და მხარდაჭერით პროექტის მართვის ჯგუფთან ერთად შეიქმნა ხელნაწერი წიგნი „გარემოს დაცვა“.  წიგნში შევიდა მოსწავლეთა მიერ შექმნილი ესეები, ნახატები, თარგმანები, ესეები რუსულ და ინგლისურ ენებზე. ასევე მოსწავლეთა მიერ შექმნილი სლოგანები. ღია სივრცეში გაიმართა წიგნის პრეზენტაცია. წიგნმა საოცარი შთაბეჭდილება მოახდინა. იგი დარჩება სკოლის ისტორიას და ბევრ საინტერესოს უამბობს მომავალ თაობას“, - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203