„მოსწავლისთვის სამაგალითოა პედაგოგი, რომელიც ეხმარება ცხოვრების ფართო ასპარეზზე გასასვლელად“- თეა ბრეგვაძე, თბილისის N119 სკოლის დირექტორი
07-06-2021

რასთან ასოცირდება სასწავლო წლის დასრულება? რას ნიშნავს ძლიერი სკოლა? რატომაა საჭირო ოჯახის მხარდაჭერა? რა არის მოსწავლისთვის სამაგალითო? რა ახსენდება გამორჩეულად? - ამ და სხვა საკითხებზე etaloni.ge თბილისის  N119 საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის, თეა ბრეგვაძის ბლიც-ინტერვიუს გთავაზობთ:

- სასწავლო წლის დასრულება ყოველთვის...

- გამორჩეული, განსხვავებული და განსაკუთრებულია, მას სხვაგვარი ტკბილ-მწარე ელფერი ახლავს. ემშვიდობები დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს. ისახავ ახალი სასწავლო წლის მიზნებს და ამოცანებს.

- ძლიერი სკოლა ნიშნავს...

- მოსწავლეს, ცოდნასთან ერთად, პიროვნული თვისებები ჩამოუყალიბოს, გახადოს ის საზოგადოების სრულფასოვანი წევრი, გაულამაზოს ყოველი დღე და საუკეთესო მოგონებები გაატანოს სკოლიდან.

- გამორჩეულად მახსენდება სკოლის...

- თვითმმართველობის არჩევნები, როდესაც როდესაც უსაზღვრო ენერგიითა და განსაკუთრებული აქტივობით გამოირჩეოდნენ ბავშვები, გვენატრება ის დრო...

- ოჯახის მხარდაჭერა საჭიროა...

- სასწავლო პროცესის სრულყოფილებისთვის.

- მოსწავლისთვის სამაგალითოა...

- პედაგოგი, რომელიც ეხმარება მას ცხოვრების ფართო ასპარეზზე გასასვლელად.

- დირექტორის მოტივაციაა...

- მოტივირებული თანამშრომლები და მოსწავლეები, ახალი იდეებითა და ახალი ინიციატივებით.

- განვითარებისთვის მნიშვნელოვანია...

- სიახლეებისადმი ლტოლვა ინოვაციების განხორციელება და დანერგვა, სხვადასხვა აქტივობებსა და პროექტებში მონაწილეობა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203