
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ფცის საჯარო სკოლის გოგონათა გუნდმა ფრენბურთში I ადგილი მოიპოვა. სპორტული ღონისძიება ქარელის N1 საჯარო სკოლაში ჩატარდა.
„31 მაისს ქარელის N1 საჯარო სკოლაში ფრენბურთში სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2021-ის შესარჩევი თამაშები ჩატარდა, სადაც ფცის საჯარო სკოლის გოგონათა გუნდმა I ადგილი დაიკავა. ვულოცავთ მათ და წარმატებებს ვუსურვებთ!“ - აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.