სალიბაურის N2 საჯარო სკოლის მოსწავლის, ანა-მარია მახარაძის მოთხრობამ ლიტერატურულ კონკურსში გაიმარჯვა
07-06-2021

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სალიბაურის N2 საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლის ანა-მარია მახარაძის მოთხრობა „ნუშების თოვლი“ პედაგოგთა კავშირის მიერ გამოცხადებული კონკურსის გამარჯვებული გახდა.

2021 წლის იანვარში იაკობ გოგებაშვილის სახელობის პედაგოგთა კავშირმა გამოაცხადა კონკურსი „ნუშების თოვლი“.  კონკურსი ითვალისწინებდა მოსწავლეთა მიერ შექმნილი ორიგინალური ლიტერატურული ნაწარმოებების გამოვლენას ან უცხო ენიდან თარგმანს. 

პედაგოგთა კავშირის მიერ შექმნილმა ჟიურიმ გამოავლინა გამარჯვებული - ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სალიბაურის N2 საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლის ანა-მარია მახარაძის საუკეთესო მოთხრობა „ნუშების თოვლი“.

საქართველოს იაკობ გოგებაშვილის სახელობის პედაგოგთა კავშირმა კონკურსში აქტიური მონაწილეობისათვის ანა-მარია მახარაძე სიგელით დაჯილდოვა.

მოსწავლის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი მანანა ნაცვლიშვილია.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203