დიდი ჟრიამული და მხიარულება ორლოვკის საჯარო სკოლაში, სადაც ბავშვთა დაცვის დღე ღია ცის ქვეშ იზეიმეს
07-06-2021

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ორლოვკის საჯარო სკოლაში მნიშვნელოვან თარიღებს ყოველთვის აღნიშნავენ და აქტივობებში მოსწავლეებიც დიდი მონდომებით ერთვებიან.

სკოლის დირექტორის არაქელ სეირანიანისა და პედაგოგების ორგანიზებით, ამჯერად, ბავშვთა დაცვის დღე იზეიმეს. ღონისძიება რეგულაციების სრული დაცვით, ღია ცის ქვეშ გაიმართა. მოსწავლეები სკოლის ეზოში შეიკრიბნენ და უამრავ სპორტულ თუ სახალისო აქტივობაში ჩაერთნენ.

სკოლის მოსწავლეებმა 1 ივნისს შემოქმედებითი ნიჭიც წარმოაჩინეს. შესრულდა მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები.

ბევრი მხიარულებითა და დიდი ჟრიამულით სავსე დღე ნამდვილად დასამახსოვრებელი გამოდგა მოსწავლეებისთვის.

ცნობისთვის, პირველად, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე, 1950 წლის 1 ივნისს იზეიმეს, რის შემდეგაც იგი ყოველ წელს მთელ მსოფლიოში აღინიშნება. 

ამ დღეს მხოლოდ გასართობი ხასიათი არ აქვს, ეს დღე შეხსენებაა იმისა, რომ ყველა ბავშვი ჯანსაღ და უსაფრთხო გარემოში უნდა იზრდებოდეს, სადაც მას სრულყოფილი განათლებისა და ყველა საჭირო სიკეთის მიღება შეუძლია.

იხილეთ ვიდეოები და დაათვალიერეთ ფოტოები: 




 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203