წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის დღეს ლექცია-სემინარი ჩატარდა
07-06-2021

ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებისათვის, ბავშვთა დაცვის დღეს, მანანა ჯინჭარაძემ ლექცია-სემინარი ჩაატარა. დირექციის ინიციატივას ორგანიზება სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბის ლიდერმა მარი აფხაძემ და ისტორიისა და სამოქალაქო განათლების პედაგოგებმა გაუწიეს.

„ქალბატონმა მანანამ მოსწავლეებს გადაუშალა ცხოვრების გაკვეთილები. საოცარი მჭევრმეტყველებით მიაწოდა ისეთი სიგნალები, რომელიც მთელი ცხოვრება გაჰყვებათ: „წვეთი ქვას ხვრეტს“, „ბედი გამბედავ ადამიანებს უღიმის!“, ან კიდევ, „ერთგულების გამოჩენა სხვათა მიმართ არის სათნოება“.  

პირველსკოლელებს ქალბატონმა მანანამ უსურვა ძლიერი, პოზიტიური, შინაარსიანი ცხოვრება და ბედნიერება! არ შემიძლია არ გაგიზიაროთ მოსწავლეთა შთაბეჭდილებები“, - აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი და მოსწავლეთა კომენტარებს გვიზიარებს.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203